ხორც-პროდუქტების ინგრედიენტები
შპს "ინოტერა"-ს პორტფელი ხორც-პროდუქტებისა და რძის ნაწარმის წარმოებაში გამოყენებული საკვები დანამატების მიმართულებით წარმოდგენილია მხოლოდ მაღალხარისხიანი ევროპული, კერძოდ ფრანგულ-ავსტრიული, ბელგიური, იტალიური და ესპანური წარმოების არაგენმოდიფიცირებული ინგრედიენტებისგან და დღესდღეობით მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
• გემო-არომატული და ფუნქციონალური საკვები დანამატები სოსისების, ძეხვეულის, ლორის, თევზეულისა და ნახევარფაბრიკატებისათვის, რომლებიც შედგება როგორც გემო-არომატული, ისე გემო-არომატული და ფუნქციონალური დანამატების კომბინირებული ნაზავებისგან. მწარმოებელი კომპანია MANE
• ფუნქციონალური ცხოველური წარმოშობის ცილები სოსისების, ძეხვეულისა და ნახევარფაბრიკატებისთვის. მწარმოებელი კომპანია VEOS GROUP
• ფუნქციონალური ტრანსგლუტამინაზის ფერმენტები ხორცპროდუქტების და თევზეულისთვის. მწარმოებელი კომპანია BDF INGREDIENTS
• ინოვაციური ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ფუნქციონალური საკვები დანამატები ხორცპროდუქტებისათვის. მწარმოებელი კომპანია CAMPUS ITALY
• ფუნქციონალური კონსერვანტები ხორცპროდუქტებისთვის. მწარმოებელი ბელგიური კომპანია.